საელჩო - საბერძნეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს გთხოვთ, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში დაუყონებლივ დაგვიკავშირდით
საელჩო - საბერძნეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს გთხოვთ, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში დაუყონებლივ დაგვიკავშირდით

საბერძნეთში საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსის (COVID-19-ს) შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში დაუყონებლივ დაუკაშვირდნენ საელჩოს ცხელ ხაზზე – 6995779793.

„აქვე გაცნობებთ, რომ მომართვის შემთხვევაში თქვენს შესახებ ყველანაირი სახის პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის, სახელი და გვარი, იქნება დაცული და ვერ გავრცელდება თქვენი ნებართვის ან სურვილის გარეშე. თქვენს მიერ კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ ინფორმაციის მოწოდება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ თქვენს ინტერესებს, რათა ერთად გავუწიოთ მონიტორინგი თქვენს ჯანმრთელობას, გამოჯანმრთელებამდე და საჭიროების შემთხვევაში, შევძლოთ ეფექტიანი დახმარება“, – აცხადებს საელჩო.

განცხადება სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.