საეჭვო ამანათის გამო, საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ევაკუაცია განხორციელდა
საეჭვო ამანათის გამო, საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ევაკუაცია განხორციელდა

საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან, საეჭვო ამანათის გამო, სამართალდამცველებმა შენობაში მყოფთა ევაკუაცია განახორციელეს.

Euronews-ის ცნობით, დიპლომატიურ უწყებაში საეჭვო პაკეტი ამანათის სახით მივიდა. უსაფრთხოების მიზნით ადგილზე სამართალდამცველებთან ერთად, გამნაღმველებიც იყვნენ მობილიზებული.

მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა ათენის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. მასთან ახლოსაა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შენობაც.