კახა კალაძე - სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობასთანაც იგივე მიდგომა იქნება, რაც ნარჩენების გატანასთან
კახა კალაძე - სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობასთანაც იგივე მიდგომა იქნება, რაც ნარჩენების გატანასთან

თბილისის მერია სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილების განრიგში ცვლილებების შეტანას გეგმავს. კახა კალაძის თქმით, მიდგომა იგივე იქნება, რაც ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით.

„პროექტი უკვე პარლამენტშია გადაგზავნილი. როგორც იცით, გარკვეული ცვლილებები განხორციელდა ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში იგივე მიდგომები გვექნება. სადისტრიბუციო მანქანებისთვის მითითებული იქნება გარკვეული დრო, სავარაუდოდ, 20.00 საათიდან დილის შვიდ საათამდე”,-განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ სადისტრიბუციო კომპანიების ასოციაციასთან შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული.

„გვქონდა შეხვედრა, მაგრამ შეთანხმება ჯერ  მიღწეული არ არის. არ გამოვრიცხავ, რომ თავდაპირველად კონკრეტული რაიონები შევარჩიოთ”,-განაცხადა მან.