სადისტრიბუციო კომპანია „ენგადის“ თანამშრომლები აცხადებენ, რომ პროფკავშირის წარმომადგენლის გარეშე მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ
სადისტრიბუციო კომპანია „ენგადის“ თანამშრომლები აცხადებენ, რომ პროფკავშირის წარმომადგენლის გარეშე მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ

„მარგებელი ჰოლდინგის“ სადისტრიბუციო კომპანია „ენგადის“ თანამშრომლები, რომლებიც მესამე დღეა, პროტესტს მართავენ, აცხადებენ, რომ მზად არიან, კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ, თუმცა პროფკავშირის წარმომადგენლის გარეშე მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ.

მათი თქმით, გაფიცული თანამშრომლები საწყობის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან. ისინი ხელფასის გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

სადისტრიბუციო კომპანია „ენგადი“ „მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიაა. ჰოლდინგში გაერთიანებულია ასევე ნაბეღლავის მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია „წყალი მარგებელი“, „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, საწარმო „მარნეული აგრო“.