სადისციპლინო კომიტეტმა გუნდები დასაჯა – „იბერია“ საჩემპიონო თამაშს უმაყურებლოდ ჩაატარებს #1TVSPORT

00:20, 04.12.2025

თბილისის „იბერია“ ეროვნული ლიგის ბოლო ტურის შეხვედრას „გაგრასთან“, რომელშიც 2025 წლის ჩემპიონის ბედი უნდა გაირკვეს, უმაყურებლოდ ჩაატარებს.

მიზეზი „მიხეილ მესხი – არენაზე“ 8 ნოემბერს ეროვნული ლიგის 32-ე ტურში მომხდარი ინციდენტი გახდა.

ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ორივე გუნდის წარმომადგენლები დასაჯა, „იბერიას“ კი ეროვნული ლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში „გაგრასთან“ გულშემატკივრების შეშვება აუკრძალა. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ „მასპინძელმა გუნდმა ვერ უზრუნველყო უსაფრთხოება“, ასევე „მაყურებელი მოედანზე შევიდა ტრიბუნიდან“.

36 ტურამდე თბილისის „იბერიამ“ და გორის „დილამ“ თანაბარი ქულები (77 ქულა) დააგროვეს. მოგების შემთხვევაში ჩემპიონი „იბერია“ გახდება, რადგან დამატებითი მაჩვენებლებით კონკურენტს სჯობნის – ოთხივე ურთიერთშეხვედარში „დილა“ დაამარცხა.

შაბათი, 6 დეკემბერი

დილა – დინამო თბ

17:00. თენგიზ ბურჯანაძე – გორი

იბერია – გაგრა

17:00. მიხეილ მესხი – თბილისი

მსგავსი