რობერტო ფირმინოს შემდეგ საუდის არაბეთის კლუბის, „ალ-აჰლის“ ახალი სამიზნე „ბაიერნის“ ფორვარდი სადიო მანეა.
ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „ალ-აჰლის“ მთავარი სატრანსფერო პრიორიტეტი ამ ზაფხულს სწორედ სენეგალელი ფეხბურთელი იქნება.
ადრე დაიწერა, რომ სადიო მანეს შეძენა საუდის არაბეთის ჩემპიონატის სხვა კლუბებს, კერძოდ კი, „ალ-იტიფაკსა“ და „ალ-ნასრის“ სურთ.
2022\23 წლების სეზონში სადიო მანემ „ბაიერნის“ შემადგენლობაში 38 მატჩი გამრთა, გაიტანა 12 გოლი და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. სენეგალელს მიუნხენურ კლუბთან ხელშეკრულება 2025 წლამდე აკავშირებს.