სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია

თბილისში, სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ტანსაცმლისა და სხვადასხვა სახის სასაწყობე ფართებს გაუჩნდა.

ხანძარი დაახლოებით 15 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზეა გავრცელებული.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.