სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა, ლევან მუსელიანმა განუცხადა, ამჟამად მიმდინარეობს დარჩენილი კერების ჩაქრობა.
„ვაგზლის მოედანზე, გადასასვლელ ხიდზე იწვოდა შერეული ტიპის მაღაზიები. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხდა ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ ლიკვიდირება. ამჟამად მეხანძრე-მაშველები დარჩენილი კერების ჩაქრობაზე მუშაობენ. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, რადგან ჩვენთვის არავის მოუმართავს“, – განაცხადა ლევან მუსელიანმა.
რაც შეეხება ხანძრის გავრცელების ფართობს და ზარალს, როგორც ლევან მუსელიანმა თქვა, ამჟამად მათი დადგენა მიმდინარეობს.
ხანძარი ხიდზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა და ტერიტორიაზე გავრცელდა.


