სადეზინფექციო სამუშაოების გამო, ეროვნული ბიბლიოთეკა 3-იდან 9 მარტამდე არ იმუშავებს
სადეზინფექციო სამუშაოების გამო, ეროვნული ბიბლიოთეკა 3-იდან 9 მარტამდე არ იმუშავებს

კორონავირუსთან დაკავშირებული სადეზინფექციო სამუშაოების გამო, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა 3-იდან 9 მარტამდე არ იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სადეზინფექციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბიბლიოთეკის შესასვლელებსა და მომსახურების ადგილებში განთავსდება სპეციალური სადეზინფექციო დისპენსერები, რომელსაც ბიბლიოთეკაში შემომსვლელები გამოიყენებენ.

კორონავირუსთან დაკავშირებით, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მსოფლიო საბიბლიოთეკო ასოციაციასთან და სხვა ორგანიზაციებთან კოორდინირებული მოქმედებით, ვიწყებთ სადეზინფექციო სამუშაოებს. სამუშაოები 3-დან 9 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში ეროვნული ბიბლიოთეკა არ იმუშავებს. ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია კი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.

9 მარტიდან, სადეზინფექციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეროვნული ბიბლიოთეკის შესასვლელებსა და მომსახურების ადგილებში განთავსდება სპეციალური სადეზინფექციო დისპენსერები, რომელსაც ეროვნულ ბიბლიოთეკაში შემომსვლელი ყველა პირი გამოიყენებს“,- აღნიშნულია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, 16 მარტამდე ყველა ღონისძიებას აუქმებს მწერალთა სახლი.

„ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის გათვალისწინებით, მწერალთა სახლი 16 მარტამდე აუქმებს ყველა ღონისძიებას“,- აღნიშნულია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.