სადახლოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება – დრონის კადრები

09:29, 31.07.2018

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მარნეულში, სადახლოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.

უწყება დრონით გადაღებულ ვიდეოკადრებს ავრცელებს ხანძრის ეპიცენტრიდან.

ადგილზე რჩება 120 მეხანძრე-მაშველი.

ხანძარი გუშინ, საღამოს გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საქართველო-სომხეთის საზღვართან გორაკზე, საქართველოს ტერიტორიაზე დამწვარია 20 ჰექტარი ფართობი, სომხეთის ტერიტორიაზე 50 ჰექტარი.

მსგავსი