სად იცხოვრებს მანჩესტერში კრიშტიანო რონალდო #1TVSPORT
სად იცხოვრებს მანჩესტერში კრიშტიანო რონალდო #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასული პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდო მანჩესტერის გარეუბანში იცხოვრებს სახლში, რომელიც რამდენიმე მილიონი ფუნტი სტერლინგი ღირს. სახლი ნაკვეთის მცირე ნაწილს იკავებს, დანარჩენია – გაზონები, ხეები და ბორცვები.

ბრიტანულ პრესაში უკვე გავრცელდა კრიშტიანო რონალდოს სახლის ფოტოები.

სახლში შვიდი საძინებელია. ბევრში არის ტყავები და სურათები.

კიდევ არის დიდი საშინაო კინოთეატრი.

ვრცელი სააბაზანო ოთახიდან, რომელშიც ჯაკუზიცაა, შესანიშნავი ხედი იშლება.

ტრენაჟორების გარეშე არ შეიძლება! ჯანმრთელობაზე შეშლილი პორტუგალიელისთვის მთელი ფიტნეს-დარბაზი შექმნეს უმაღლესი კლასის ტრენაჟორებით.

გვერდით არის დახურული აუზი.

კრიშტიანოს სამზარეულო ისეთი დიდია, რომ იქ კულინარიული შოუს მოწყობა შეიძლება.

ესეც დიდი გარდერობი. ჯორჯინა ნამდვილად კმაყოფილი იქნება.

არის სივრცე, რომელიც სამუშაო კაბინეტს ჰგავს. ისიც, სხვა ოთახებთან ერთად, ძალიან მყუდრო და კომფორტულია.

ცნობილია, რომ რონალდოს სახლს დაიცავს ექვსი პირადი მცველი. მათი მორიგეობის რეჟიმი 24-საათიანი იქნება.

დატოვე კომენტარი