საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა პანაშვიდი ბათუმის საკათედრო ტაძარში გაიმართება

22:29, 10.10.2021

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულებს ხვალ, 11 ოქტომბერს, ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, – ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, 14:00 საათზე მიცვალებულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი.

დაღუპულთა გამოსვენება სამშაბათს, 12 ოქტომბერს, 15:00 საათზე ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან მოხდება.

მსგავსი