საცხოვრებელ კორპუსში, სადაც ექვსი წლის ბავშვი ლიფტის შახტში ჩავარდა, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ
საცხოვრებელ კორპუსში, სადაც ექვსი წლის ბავშვი ლიფტის შახტში ჩავარდა, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

გლდანში, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც ექვსი წლის ბავშვი ლიფტის შახტში ჩავარდა, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე იმყოფება გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძეც.

როგორც მიქაუტაძემ აღნიშნა, საცხოვრებელი კორპუსის ამხანაგობას გამგეობისთვის ლიფტის შესახებ განცხადებით არ მიუმართავს.

„სამწუხარო ფაქტი მოხდა. ბავშვი ჩავარდა ლიფტის შახტში, ლიფტი კიდევ მოძრაობდა და მერე გაიგეს ხმა, შემდეგ მოხდა ლიფტის კარების გახსნა და ბავშვის ამოყვანა. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ექიმები მაქსიმალურად ეცდებიან, მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და დადგინდება, რატომ მოხდა ასეთი ამბავი. გლდანის რაიონის გამგეობა წელს 12 ლიფტზე მეტს აკეთებს, თუმცა აღნიშნული ამხანაგობისგან ლიფტის შესახებ შემოსული განცხადება არ ყოფილა“, – განაცხადა მიქაუტაძემ.

გლდანში, ლიფტის შახტში ექვსი წლის ბავშვი ჩავარდა. დაშავებული ბავშვი თემქაზე, ბავშვთა პედიატრიულ „პრივატ კლინიკაშია“ გადაყვანილი.