საჩხერის სამედიცინო ცეტრში საეჭვო სიმპტომების მქონე ხუთი პაციენტი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

22:27, 14.04.2020

საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებულ ხუთ საეჭვო პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ამ პაციენტებს შორისაა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში სტუმრად ჩასული ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცის დედა.

ამ დროისათვის საჩხერის სამედიცინო ცენტრში დადასტურებული „კოვიდ-19“-ით ერთი პაციენტი – ახალგაზრდა მამაკაცი რჩება. კლინიკის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა  დამაკმაყოფილებელია.

მსგავსი