საჩხერის სამედიცინო ცენტრში შვიდ საეჭვო პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
საჩხერის სამედიცინო ცენტრში შვიდ საეჭვო პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებულ შვიდ საეჭვო პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
პაციენტები საჩხერისა და ჭიათურის მკვიდრები არიან, რომელთაც კლინიკას თვითდინებით მიაკითხეს. მათ ნაწილს მოგზაურობის ისტორია აქვს, ნაწილს კი, უცხოეთიდან დაბრუნებულ პირებთან ჰქონდა კონტაქტი.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, დამაკმაყოფილებელია საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ის დადასტურებული დიაგნოზით მოთავსებული სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხვალ ორ მათგანს გამოჯანმრთელებაზე საკონტროლო ტესტი გაუკეთდება. ორჯერ, 24 საათის ინტერვალით გაკეთებული ტესტი ვირუსის არსებობას თუ არ დაადასტურებს, პაციენტები კლინიკას დატოვებენ.

ამასთან, საჩხერის საკარანტინო სივრცეში რვა მოქალაქე იმყოფება.