საჩხერის სამედიცინო ცენტრში სამი პაციენტის მდგომარეობა, რომელთაც კორონავირუსი აქვთ, სტაბილურია
საჩხერის სამედიცინო ცენტრში სამი პაციენტის მდგომარეობა, რომელთაც კორონავირუსი აქვთ, სტაბილურია

საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებული სამი პაციენტის მდგომარეობა, რომელთაც კორონავირუსი აქვთ სტაბილურია, მათი დაავადება არ პროგრესირებს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ განუცხადა.

მიხეილ ქამუშაძის თქმით, პაციენტები რჩებიან ბოქსირებულ პალატებში და მიმდინარეობს მათი მკურნალობის პროცესი.

რაც შეეხება კარანტინს, საკარანტინო სივრციდან დღეს თვითიზოლაციაში არავინ გადასულა, არც თვითიზოლაციის დარღვევისთვის შეუყვანიათ ვინმე კლინიკაში, შესაბამისად, კარანტინში კვლავ 29 მოქალაქე რჩება. მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ამ ეტაპზე არ უფიქსირდებათ.
მისივე ინფორმაციით, ახალი პაციენტები კლინიკაში არ შესულან.