საჩხერის სამედიცინო ცენტრში სამი პაციენტი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა
საჩხერის სამედიცინო ცენტრში სამი პაციენტი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში ლაბორატორიიდან სამ საეჭვო პაციენტზე მიღებული პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. კლინიკის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, რამდენიმე დღეში იმ ათ მედიკოსს ჩაუტარდება განმეორებითი ტესტირება, რომლებსაც დაინფიცირებულ ინფექციონისტთან ჰქონდათ უშუალო კონტაქტი.

საკონტროლო ტესტი ჩაუტარდება „კოვიდ 19“-ის დიაგნოზით მოთავსებული სამი პაციენტიდან ერთ-ერთს. თუ ანალიზმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან მეოთხე გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება. ქამუშაძის თქმით, ამ დროისთვის სამივე დაინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.