საჩხერის სამედიცინო ცენტრში ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

15:21, 23.04.2020

საჩხერის სამედიცინო ცენტრში ოთხ პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ განაცხადა.

ამასთან, ამ ეტაპზე საჩხერის კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ერთი პაციენტი მკურნალობს. ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას გამოჯანმრთელებაზე განმეორებითი ტესტი ჩაუტარდება და შესაძლოა, რამდენიმე დღეში კლინიკა დატოვოს.

ამ დრომდე საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან ექვსი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა.

მსგავსი