საჩხერის სამედიცინო ცენტრში ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
საჩხერის სამედიცინო ცენტრში ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში ლაბორატორიიდან ოთხი პაციენტის ანალიზის პასუხები მიიღეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ განუცხადა. კლინიკაში საკვლევი პაციენტები არ ჰყავთ.

კლინიკას კოვიდ ინფიცირებული პაციენტები არ ჰყავს. თავისუფალია საჩხერის საკარანტინო სივრცეც.

შეგახსენებთ, საჩხერის სამედიცინო ცენტრში​ შვიდი პაციენტი მკურნალობდა, შვიდივე უკვე გამოჯანმრთელდა.

დატოვე კომენტარი