საჩხერის სამედიცინო ცენტრში ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
საჩხერის სამედიცინო ცენტრში ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში ლაბორატორიიდან ორი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ორივე პასუხი არის უარყოფითი.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, კლინიკის ბოქსირებულ პალატაში მოთავსებული „კოვიდ 19“ -ის დიაგნოზის მქონე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას დამაკმაყოფილებელია და მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.