საჩხერის სამედიცინო ცენტრში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
საჩხერის სამედიცინო ცენტრში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ახალი პაციენტები არ მიუღიათ.

კლინიკის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურია და მათი მკურნალობა მიმდინარეობს.

ქამუშაძის განცხადებით, საკარანტინო სივრცეს ორი ახალი მოქალაქე დაემატა, ორმა კი ვადის გასვლის გამო, საკარანტინო ზონა დატოვა.

ამასთან, დღეს საკარანტინო სივრცეს კიდევ 17 ადამიანი დატოვებს, რომლებსაც ვადა ამოეწურათ.

ამ დროისთვის საჩხერეში, კარანტინში სულ 42 მოქალაქე იმყოფება.