საჩხერის სამედიცინო ცენტრში მეოთხე დღეა, ცხელებით პაციენტი არ შეუყვანიათ, კლინიკას არც კოვიდინფიცირებული ჰყავს
საჩხერის სამედიცინო ცენტრში მეოთხე დღეა, ცხელებით პაციენტი არ შეუყვანიათ, კლინიკას არც კოვიდინფიცირებული ჰყავს

საჩხერის სამედიცინო ცენტრში უკვე მეოთხე დღეა, ცხელებით არც ერთი პაციენტი არ შეუყვანიათ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ განუცხადა.

ამასთან, კლინიკას ამ ეტაპზე არც კოვიდინფიცირებული პაციენტები ჰყავს. თავისუფალია საჩხერის კარანტინის სივრცეც.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში „კოვიდ-19“-სგან სულ შვიდი პაციენტი გამოჯანმრთელდა.