საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას

10:03, 04.04.2020

საჩხერის სამედიცინო ცენტრში ბოლო საათების განმავლობაში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ახალი პაციენტები არ შეუყვანიათ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა მიხეილ ქამუშაძემ განუცხადა.

ქამუშაძის ინფორმაციით, კლინიკაში კვლავ რჩება კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული ორი პაციენტი. კლინიკის დირექტორი აცხადებს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მსგავსი