საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს საკონტროლო ტესტს რამდენიმე დღეში გაუკეთებენ
საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს საკონტროლო ტესტს რამდენიმე დღეში გაუკეთებენ

საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებულ საკონტროლო ტესტს ორ ან სამ დღეში გაუკეთებენ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ განუცხადა.

გუშინ გახდა ცნობილი, რომ პაციენტს, რომელიც საჩხერის კლინიკიდან საკარანტინო ზონაში იყო გადაყვანილი, კორონავირუსი ისევ დაუდასტურდა. პაციენტი საჩხერის მუნიციპალიტეტის მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცია, მას საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს.

მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, კლინიკაში ცხელების სიმპტომით უკვე მესამე დღეა, არც ერთი პაციენტი არ შესულა.

დატოვე კომენტარი