საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებულ ორ პაციენტს მკურნალობენ
საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებულ ორ პაციენტს მკურნალობენ

საჩხერის სამედიცინო ცენტრში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით ორი პაციენტია მოთავსებული.

პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდგინდა, 30 წლის მამაკაცია. კლინიკის სამედიცინო მენეჯერის. მაია ხელაძის შეფასებით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„პაციენტს აქვს ორმხრივი პნევმონია და ცხელება. ის არის ჟანგბადდამოკიდებული“, – განაცხადა ხელაძემ.

ხელაძის თქმით, რაც შეეხება მეორე პაციენტს, მას ცხელება აღარ აქვს, თუმცა კვლავ ჟანგბადდამოკიდებული რჩება.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში ახალი პაციენტები არ შეუყვანიათ.