საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ერთი პაციენტი რჩება

13:41, 20.04.2020

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით არც ერთი პაციენტი არ შესულა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ განუცხადა.

კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით კვლავ ერთი პაციენტია მოთავსებული.

კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მსგავსი