საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ერთი პაციენტი რჩება

18:17, 21.04.2020

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით არც ერთი პაციენტი არ შესულა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ განუცხადა.

ქამუშაძის ინფორმაციით, კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით კვლავ ერთი პაციენტია მოთავსებული. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მსგავსი