საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის სიმპტომებით მოთავსებული შვიდი პაციენტის ტესტის პასუხს ელოდებიან

15:29, 16.04.2020

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მოთავსებული შვიდი პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან.

კლინიკის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, მოქალაქეები კლინიკაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა შეიყვანეს. მათ შორის, ორი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისიდანაა, სადაც სტუმრად მყოფ ახალგაზრდა მამაკაცს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

ტესტის პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კორონავირუსის დიაგნოზით სამედიცინო ცენტრში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი პაციენტი მკურნალობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მსგავსი