საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ოთხი პაციენტი იმყოფება, მათი პასუხები ხვალ გახდება ცნობილი
საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ოთხი პაციენტი იმყოფება.
პაციენტები ჭიათურის მკვიდრები არიან. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების სამსახურმა მაღალი ტემპერატურით შეიყვანა. მათ მოგზაურობის ისტორია არ აქვთ.
სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, საეჭვო პაციენტებს ვირუსზე კვლევა ჩაუტარდებათ, რომლის შედეგები ხვალ გახდება ცნობილი.
ამ დროისათვის სამედიცინო დაწესებულებაში დადასტურებული „კოვიდ-19“-ით ერთი პაციენტი, ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ, რომ საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსისგან უკვე ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა.