საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ერთი ახალი პაციენტი შეიყვანეს
საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ერთი ახალი პაციენტი შეიყვანეს

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ერთი ახალი პაციენტი მოათავსეს.

კლინიკის მთავარი ექიმის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, მათ უკვე აუღეს შესაბამისი ანალიზები და კვლევისთვის ლაბორატორიაში გადააგზავნეს.

ქამუშაძის თქმით, ამ ეტაპზე საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით ოთხი პაციენტი მკურნალობს.

მათგან სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ერთის კი საშუალო სიმძიმისაა.

რაც შეეხება კარანტინში მყოფ პირებს, კარანტინიდან დღეს 18 მოქალაქე გაეწერა და ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეში 24 მოქალაქე რჩება.