საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის სიმპტომებით ოთხი ახალი პაციენტი შევიდა
საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის სიმპტომებით ოთხი ახალი პაციენტი შევიდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ოთხი ახალი პაციენტი შევიდა. არც ერთი მათგანი არ არის საკარანტინო ზონიდან. კლინიკის მთავარი ექიმის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, სამი პაციენტი კლინიკაში თვითდინებით მივიდა, ერთი კი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მიიყვანა.

პაციენტებს ანალიზებს ხვალ დილით აუღებენ და კვლევისთვის ლაბორატორიაში გააგზავნიან.

ქამუშაძის ინფორმაციით, დამაკმაყოფილებელია კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.