საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის სიმპტომებით ახალი პაციენტები არ შეუყვანიათ

20:25, 23.04.2020

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ახალი პაციენტები არ შეუყვანიათ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ განუცხადა.

ამ ეტაპზე საჩხერის კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ერთი პაციენტი მკურნალობს. ქამუშაძის ინფორმაციით, პაციენტს გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით საკონტროლო ტესტს ხვალ გაუკეთებენ.

ამ დრომდე საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან ექვსი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა.

მსგავსი