საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის სიმპტომებით ახალი პაციენტები არ მიუღიათ
საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის სიმპტომებით ახალი პაციენტები არ მიუღიათ

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ახალი პაციენტები კვლავ არ მიუღიათ,- ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ განუცხადა.

კლინიკაში „კოვიდ 19“-ის დიაგნოზით მხოლოდ ერთი პაციენტია მოთავსებული. კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებულ ტესტს ორ დღეში ჩაუტარებენ.