საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებით სამი პაციენტია შეყვანილი
საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებით სამი პაციენტია შეყვანილი

საჩხერის სამედიცინო ცენტრში ცხელებით სამი პაციენტია შეყვანილი. მათ ანალიზებს აუღებენ და ლაბორატორიაში გაგზავნიან.

კლინიკაში „კოვიდ 19“-ის დიაგნოზით ამ დროისათვის ერთი პაციენტია მოთავსებული.

კლინიკის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული პაციენტის გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებული საკონტროლო ტესტის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

ამ დრომდე საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსისგან ექვსი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.