საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით მყოფი ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით მყოფი ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული რიგით მეოთხე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის სამედიცინო მენეჯერმა, მაია ხელაძემ განუცხადა.

მაია ხელაძის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ორმხრივი პნევმონია აქვს. რაც შეეხება დანარჩენ სამ პაციენტს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„პირველ პაციენტს გავუკეთეთ ტესტი და კვლავ დადებითი პასუხი აჩვენა. 25 რიცხვში ვგეგმავთ სამივე პაციენტის ანალიზების გაკონტროლებას და რადგან სამივე შემთხვევაში დაავადება მსუბუქ ფორმაში მიმდინარეობს, იმედი გვაქვს, მათ მალე გავწერთ კლინიკიდან“, – განაცხადა მაია ხელაძემ.