საჩხერის სამედიცინო ცენტრში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
საჩხერის სამედიცინო ცენტრში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებული ახალგაზრდა მამაკაცია. ეს უკვე მეშვიდე პაციენტია, რომელმაც საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსი დაამარცხა.

საავადმყოფოს დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, ოთხ საეჭვო პაციენტის ანალიზზე ლაბორატორიიდან უარყოფითი პასუხი მიიღეს.

მისივე თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში გამოსაკვლევი პაციენტები არ ჰყავთ.