საჩხერის სამედიცინო ცენტრში გადაყვანილი კორონავირუსით ინფიცირებული მეოთხე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
საჩხერის სამედიცინო ცენტრში გადაყვანილი კორონავირუსით ინფიცირებული მეოთხე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებული კორონავირუსის მქონე მეოთხე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის მთავარმა ექიმმა, მიხეილ ქამუშაძემ განუცხადა.

ქამუშაძის თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს ამ ეტაპზე რაიმე გართულება არ აქვს.

პაციენტი ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული.

მამაკაცი საჩხერეში ქუთაისის კლინიკა „მედიქალსიტიდან“ დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით გადაიყვანეს.

ის საქართველოში ევროპიდან 16 მარტს დაბრუნდა. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, მამაკაცი თერჯოლაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

ამ დროისთვის საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით ოთხი პაციენტი მკურნალობს.