საჩხერის სამედიცინო ცენტრის ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

11:08, 18.03.2020

საჩხერის სამედიცინო ცენტრმა ლაბორატორიიდან ტესტის პასუხები მიიღო და ოთხივე პაციენტის შემთხვევაში შედეგი უარყოფითია.

კლინიკის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, კლინიკაში კვლავ რჩება სამი პაციენტი, რომლებსაც კორონავირუსი აქვთ და მათი მკურნალობა მიმდინარეობს.

რაც შეეხება საკარანტინო სივრცეს, იქ ორი ახალი მოქალაქე იმყოფება.

კლინიკის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, ორ ადამიანს კი საკარანტინო ვადა გაუვიდა და ისინი სახლებში გაწერეს.

მსგავსი