საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის განცხადებით, მედიკოსებისთვის კორონავირუსზე ჩატარებული ასამდე ტესტის პასუხი უარყოფითია

18:49, 06.04.2020

საჩხერის სამედიცინო ცენტრში ასამდე მედიკოსს ტესტი ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ განუცხადა.

მიხეილ ქამუშაძის თქმით, არც ერთი ექიმი ამ დროისთვის იზოლაციაში არ იმყოფება და კლინიკა შეუფერხებლად მუშაობს.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში დადასტურებული „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით სამი პაციენტი მკურნალობს. მათგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის, ერთის კი მსუბუქია.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში მედპერსონალისთვის ტესტების ჩატარება მასშემდეგ გადაწყდა, რაც კლინიკის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მსგავსი