საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მკურნალობა გართულებების გარეშე მიმდინარეობს
საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მკურნალობა გართულებების გარეშე მიმდინარეობს

საჩხერის საკარანტინო სივრცეს ორი მოქალაქე დაემატა.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, ისინი სოფელ არგვეთას მცხოვრებლები არიან და საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვთ. საჩხერეში კარანტინში ამ დროისთვის 31 მოქალაქეა და თავს ყველა კარგად გრძნობს.

ამასთან, ქამუშაძის თქმით, სიმპტომებისა და გართულებების გარეშე მიმდინარეობს ბოქსირებულ პალატაში მოთავსებული ახალი კორონავირუსის მქონე სამი პაციენტის მკურნალობა.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ახალი პაციენტები არ შეუყვანიათ.