საჩხერის სამედიცინო ცენტრი შესაძლოა, ხვალ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ ერთმა პაციენტმა დატოვოს
საჩხერის სამედიცინო ცენტრი შესაძლოა, ხვალ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ ერთმა პაციენტმა დატოვოს

საჩხერის სამედიცინო ცენტრი შესაძლოა, ხვალ ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ ერთმა პაციენტმა დატოვოს.

სამედიცინო დაწესებულებაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით მოთავსებული პაციენტის პირველად საკონტროლო ტესტზე პასუხი უარყოფითია.

კლინიკის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის განცხადებით, პაციენტს განმეორებითი ტესტი უკვე გაუკეთდა და კვლავ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ის ხვალ კლინიკიდან გაეწერება.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში ახალი კორონავირუსისგან სულ ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამასთან, კლინიკაში ცხელებით ახალი პაციენტები არ შესულან.