საჩხერის სამედიცინო ცენტრი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ორმა პირმა დატოვა
საჩხერის სამედიცინო ცენტრი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ორმა პირმა დატოვა

საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი დღეს დილით გაწერეს.

კლინიკაში კოვიდ19-ის დიაგნოზით რჩება ერთი პაციენტი, რომელიც ამავე კლინიკის ინფექციონისტია.

სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, ქალბატონის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში კლინიკას ისიც დატოვებს.

ლუგარის ლაბირატორიიდან სამედიცინო დაწესებულებამ ორი საეჭვო პაციენტის პასუხი მიიღო და ორივე უარყოფითია.

მათგან ერთ პაციენტს პნევმოვია აქვს და ის თერაპიულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, საჩხერის სამედიცინო ცენტრში უკვე ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ქვეყნის მასშტაბით კი – 63.