საჩხერის საკარანტინო ზონაში მოთავსებულ ექვს პირს, რომელთაც კორონავირუსის სიმპტომები აქვს, ანალიზს დღეს აუღებენ
საჩხერის საკარანტინო ზონაში მოთავსებულ ექვს პირს, რომელთაც კორონავირუსის სიმპტომები აქვს, ანალიზს დღეს აუღებენ

საჩხერის საკარანტინო ზონაში ამ დროისთვის 62 ადამიანია მოთავსებული, აქედან 28 აზერბაიჯანის მოქალაქეა, რომლებიც კარანტინში გუშინ შეიყვანეს.

კლინიკის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, ექვს მათგანს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს. მათ ანალიზებს დღეს აუღებენ და ლაბორატორიაში გაგზავნიან.