საჩხერის საკარანტინო სივრციდან 11 მოქალაქე თვითიზოლაციის რეჟიმში გადავიდა

10:00, 16.03.2020

საჩხერის საკარანტინო სივრცეში მოთავსებული 40 მოქალაქიდან საკუთარ სახლებში თვითიზოლაციის რეჟიმში დღეს დილით 11 მოქალაქე გადავიდა.

საჩხერის კლინიკის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის თქმით, კარანტინში დარჩენილი 29-ვე მოქალაქე თავს კარგად გრძნობს.

მისივე ინფორმაციით, სიმპტომების და გართულებების გარეშე მიმდინარეობს ბოქსირებულ პალატაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მკურნალობა.

ამასთან, კლინიკამ ლაბორატორიიდან უარყოფითი პასუხი მიიღო იმ ორი პაციენტის სინჯებზე, რომლებიც სამედიცინო ცენტრში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით იყვნენ შეყვანილი.

მსგავსი