საჩხერის საკარანტინო სივრცეში არც ერთი პირი აღარ იმყოფება
საჩხერის საკარანტინო სივრცეში არც ერთი პირი აღარ იმყოფება

საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, რამდენიმე დღეა მათ კლინიკაში ახალი პაციენტი არ შესულა.

როგორც კლინიკის დირექტორმა მიხეილ ქამუშაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, კლინიკას არ ჰყავს არც კოვიდინფიცირებული პაციენტები.

„საჩხერის საკარანტინო სივრცეში არცერთი პირი აღარ არის. რამდენიმე დღეა საჩხერის სამედიცინო ცენტრში ცხელებით არცერთი პაციენტი არ შეუყვანიათ, კლინიკას არც კოვიდინფიცირებული პაციენტები ჰყავს“, – განაცხადა მიხეილ ქამუშაძემ.

სტაციონარის მედპერსონალმა „კოვიდ-19“-სგან შვიდი პაციენტი გამოაჯანმრთელა

დატოვე კომენტარი