საჩხერის საავადმყოფოში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
საჩხერის საავადმყოფოში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

საჩხერის საავადმყოფოში მყოფი კორონავირუსის მქონე პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია,- ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა მიხეილ ქამუშაძემ განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტს მაღალი ტემპერატურა არ აღენიშნება, თუმცა ის რჩება ბოქსირებულ პალატაში და განაგრძობს მკურნალობას.

კლინიკაში მოთავსებულ კიდევ ერთ პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი არ დაუდასტურდა, სახლში სავარაუდოდ დღეს გაწერენ.