საჩხერის საავადმყოფოში ამ დროისთვის ლუგარის ლაბორატორიიდან ერთი პაციენტის პასუხს ელოდებიან
საჩხერის საავადმყოფოში ამ დროისთვის ლუგარის ლაბორატორიიდან ერთი პაციენტის პასუხს ელოდებიან

საჩხერის საავადმყოფოში ამ დროისთვის ლუგარის ლაბორატორიიდან ახალ კორონავირუსზე ერთი პაციენტის პასუხს ელოდებიან.

პაციენტი ჭიათურის მცხოვრებია. ის საზღვარგარეთ არ ყოფილა, თუმცა საავადმყოფოს დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, მას კონტაქტი ჰქონდა უცხოეთის მოქალაქეებთან და სიმპტომების გამო გახდა მისი გადაკონტროლრბა საჭირო.

პასუხს ლაბორატორიიდან საღამოს ელოდებიან.

ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტიდან ერთი საჩხერის საავადმყოფოშია მოთავსებული.