საჩხერის რამდენიმე სოფელი სეტყვამ დააზარალა

18:30, 02.05.2020

სეტყვა იყო საჩხერის მუნიციპალიტეტში, სადაც სტიქიამ ჭალოვანის, ჭალის, კორბოულის და მერჯევის თემის სოფლები დააზარალა.

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის, ბენიამენ ფალავანდიშვილის ინფორმაციით, დაზიანებულია სახნავ-სათესი მიწები და სავარგულები.

მუნიციპალიტეტის მერი ამ წუთებში ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობა. ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი