საჩხერის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო ჩაკეტილი 12 სოფლიდან სამ სოფელში მოძრაობა აღდგენილია
საჩხერის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო ჩაკეტილი 12 სოფლიდან სამ სოფელში მისასვლელ გზაზე მოძრაობა აღდგენილია
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, იზოლირებული რჩება ცხრა სოფელი: ნიგვზარა, შომახეთი, ცხომარეთი, ბახიოთი, დურევი, ჭალოვანი, ლიჩი, ღოდორა.
მათივე ცნობით, თოვლის საფარი 50-120 სანტიმეტრს აღწევს.
მობილიზებულია 14 ერთეული სპეციალური ტექნიკა, გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.