საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩონთოში ახალი გაზსადენი აშენდა
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩონთოში ახალი გაზსადენი აშენდა

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩონთოში, გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში 10 980 გრძივი მეტრი გაზსადენი აშენდა, რაც 27 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. დასახლებული პუნქტის გაზიფიცირების ღირებულებამ 245 196 ლარი შეადგინა.

გაზიფიცირების 2019-2021 წლების გეგმით, იმერეთის რვა მუნიციპალიტეტის 56 სოფლის საპროექტო-სამშენებლო (ჯამურად 8 638 აბონენტი), ხოლო 155 სოფლის წინასაპროექტო მოკვლევითი სამუშაოებია გათვალისწინებული.

ამჟამად, დასრულებულია ხუთი მუნიციპალიტეტის შვიდი სოფლის ( ტყიბული – ახალისოფელი; ზესტაფონი – ახალი სვირი, რკვია; თერჯოლა – სკანდე, შიმშილაქედი; ვანი – უხუთი; ბაღდათი წყალთაშუა) და მიმდინარეობს 3 მუნიციპალიტეტის, 11 სოფლის (ხარაგაული – კიცხი, ლაშე; ზესტაფონი – მარტოთუბანი, სანახშირე, ტაბაკინი, ზედა კლდეეთი, თვრინის, ქვედა კლდეეთი; ტყიბული – ორპირი, გელათი, მოწამეთა;) გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები. დაპროექტდა ოთხი მუნიციპალიტეტის 13 სოფლი.

დატოვე კომენტარი